logo
ENG



დავით ჭიჭინაძე ვეტერანი მფრინავების საქმეზე წერილს აქვეყნებს

14 ოქტ 201908:52
3 წუთის საკითხავი
 
fn4d23px3nomkae.jpg

ვეტერანი მფრინავების საქმეზე, რომლებიც ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებენ, მოძრაობა „ტრიბუნის“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მინისტრი თურნავა მორიგ ტყუილს ამბობს.

„როგორც ჩანს მას იმდენი და ისეთი სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ საკუთარი ხელმოწერილი დოკუმენტიც კი აღარ ახსოვს!

ან, არ აწყობს რომ ახსოვდეს.

ამით კი, არა მარტო რიგითი ადამიანები, ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდება.

საქმე მოტყუებულ ვეტერან მფრინავებს და ავიატორებს ეხება. ისინი თურნავას ტყუილში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

ნათია თურნავამ, 15 წლის წინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, თბილისის აეროპორტის აქციები ისე გადასცა ინვესტორებს, რომ მფრინავებისთვის და ავიატორებისთვის არათუ აქციების შეძენის უფლება, კონპენსაციაც კი არ მიუციათ. რის შედეგადაც ქვეყანა, ყოველწლიურად 400 მილიონს კარგავს, ვეტერანი მფრინავების ნაწილი კი მხოლიდ 22 ლარიან კონპენსაციაზე ცხოვრობს.“-ნათქვამია წერილში

ასევე დავით ჭიჭინაძის თქმით საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრებს სხვა მტკიცებულებებთან ერთად 2004 წლით დათარიღებული წერილი აქვთ, რომელსაც ხელს ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აწერს. აღნიშნულ წერილში წერია, რომ სს „თბილისის აეროპორტის“ აქციათა პაკეტი გამოტანილი იქნება საპრივატიზაციოდ და პროცესში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ავიატორებსც შეეძლებათ.

აღნიშნულ ფაქტს უარყოფს ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც განაცხადა, რომ ზოგიერთი არასერიოზული პოლიტიკოსი ამ საქმით ქულების ჩაწერას ცდილობს.

„გვინდა განვუმარტოთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ადამიანებს, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე სამინისტროს ცნობით ისინი მზადყოფნას გამოხატავენ სამინისტროს სახელით ჩაერთონ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში.

შეგახსენებთ მფრინავთა ასოციაციის წევრები ამჟამინდელ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

 


close დახურვა