დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობის მოსმენა, პროტესტის ნიშნად დატოვა.
მისი პროტესტი, შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორის ლევან კობერიძის შენიშვნამ გამოიწვია, აზრი მოკლედ დაეფიქსირებინა.
ჭიჭინაძემ კობერიძეს მიმართა, რომ მასავით თალაკვაძეც არ იქცევა.
რაც შეეხება ჭიჭინაძის მოსაზრებას, რასაც შენიშვნა მოყვა, მან ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელ ლევან ახვლედიანს მიმართა, რომ ამ ქვეყანაში, მხოლოდ ისინი ვითარდებიან და ეს მათი ხელმძღვანელობის სტილია.
„ფოთმა რომ მოითხოვა ნაყარი ტვირთების გაზრდა, ყოველგვარი სახელმწიფო გარანტიების გარეშე მოჰქონდა, გამოდის რომ ამ ქვეყანაში არც პორტი უნდა განვითარდეს, არც არაფერი და მარტო თქვენ უნდა განვითარდეთ. ეს ისე თქვენი დამფუძნებლების ჩვეული ბიზნესია, თავის დროზე შემოიტანეს გენერალური ლიცენზია, რომ ბორჯომი მარტო თვითონ უნდა ჩამოესხათ და თვითონ უნდა გაეცათ ლიცენზიები. რაღაც ძველი მახსენდება, დეჟავიუ მემართება,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.