რა უნდა მოუტანოს სტუდენტებსა და პროფესორებს პრორუსმა ბიზნესმენმა?! ივანიშვილსა და ევტუშენკოვთან დაახლოებული დავით ხიდაშელი სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდა. უცნობია, სინამდვილეში რა ინტერესებს მოემსახურება ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდი, რომელიც სასწავლებელთან ერთად, დავით ხიდაშელმა დააფუძნა და თავადვე უხელმძღვანელებს. წესდებაში წერია, რომ ფონდი წაახალისებს ახალგაზრდების სულიერ და კულტურულ განვითარებას, ხელს შეუწყობს საერთაშორისო კონტაქტებს და ინფორმაციის გაცვლას, უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის. საგულისხმოა, რომ ხიდაშელს საქმიანი კავშირები ძირითადად, რუსეთში აქვს. კარტოგრაფების საქმის ანტიგმირს აქამდე უკვე გადაეცა რაჭის ტყის მასშტაბური ნაწილი და რიყის დოქები. ტექნიკურ უნივერსიტეტსაც ბალანსზე დიდძალი საკუთრება აქვს.
დავით ხიდაშელის ახალი ინტერესის სფერო
27 იან 202320:04
3 წუთის საკითხავი