logo
ENG



დავით ჯანდიერი დღევანდელ აქციაზე: ეს იყო ფსევდო მხარდაჭერის დემონსტრირება

14 დეკ 201922:51
3 წუთის საკითხავი
 
sf3bp2yymfnk4xe.jpg

იურისტი დავით ჯანდიერი გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" დღეს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქცია-პერფორმანზე საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არსებულ ნდობა დაკარგა. 

ჯანდიერის აზრით, აქციაზე ადამიანები უმეტესად ძალდატანებით იყვნენ ჩამოსულები, რადგან მათ სამსახურის დაკარგვის შიში ჰქონდათ. რაც შეეხება უშუალოდ აქციას, ჯანდიერი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება სურდა. 

"ყველაზე მეტად რაც დააკლდა ხელისუფლებას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ესა ნდობაა. ამიტომ, მათ დღევანდელი აქციით თქვეს, რომ არაუშავს თუ ეკონომიკური პრობლემებია, არაუშავს არაპროპოციულ ძალას რომ იყენებენ, თვალს რომ თხრით ახალგაზრდებს და იტყუებიან, ნახეთ მაინც როგორი მხარდაჭერა გვაქვს. ესაა ფარსი, რის განხორციელებაშიც ასევე ძალადობაა ჩართული. რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები არიან საჯარო სამსახურში დასაქმებულები. იდეაში როცა მუშაობ საჯარო სამსახურში, ეს ერთგვარი პრივილეგიაა დასავლეთში, მაგრამ საქართევლოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. რადგან ადვილად შეიძლება ადამიანის გათავისუფლება სამსახურიდან და ამ გადაწყვეტილებას სასამართლოც გაამართლებს. არ გამოვრიცხავ, რომ იქ იყვნენ მათ შორის აღტკინებულები ადამიანებიც, ვინც ფიქრობს,  რომ ქართული ოცნების გარეშე მათ მომავალი არ ექნებათ, როგორც მოსამართლეებს,  მაგრამ ესაა მიზეზიც, რომ ქართულ ოცნებას რომელსაც არავითარი ნდობა არ გააჩნია, დღეს შეეცადა ეჩვენებინა, რომ თითქოს ძლიერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის",-აღნიშნა ჯანდიერმა. 

 

 


close დახურვა