"საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ თითქოს ესაა წინასაარჩენო კამპანია საპატრიარქოსთან ურთიერთობის კუთხით",-ასე ეცმაურება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელისუფლების მხრინდან თოთეული ეკლესია-მონასტრისთვის 20 ჰექტარი მიწის ფართობის საკუთრებაში გადაცემას. მისი თქმით ოპოზიციის, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის ბრალდებები უსამართლოა.
"ტყის კოდექსი ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დოკუმენტია. იგი შემუშავებულია ტყის მართვის ეროვნული კოდექსის შესაბამისად, რაც 2013 წელს შეიქმნა. ამიტომ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ თითქოს ესაა წინასაარჩენო კამპანია საპატრიარქოსთან ურთიერთობის კუთხით. ყველაფერთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილება ტყის მოვლა-პატრონობისა საშუალებასაც იძლევა. შესაბამისად ის ხმაური, რაც ამ საკითხის ირგვლივ ატყდა, ჩვენთვის ძალიან საკვირველია",-აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყველა ეკლესიას მის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის საკუთრებაში მიღება შეეძლება - ასეთ ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. "ტყის კოდექსში" შეტანილი შესწორებების შემდეგ, მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალება ექნება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი წინასაარჩევნო სპეკულაციად აფასებს.