logo
ENG



დავითულიანის თქმით, თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, ეს რუსეთისთვის მწვანე შუქი იქნება

24 მაი 202212:21
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატის ბექა დავითულიანის თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, ეს რუსეთისთვის "მწვანე შუქი" იქნება, რომ "ასპარეზი დათმობილია".

დეპუტატი ფორმულასთან ამბობს, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანს.

"საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც უნდა მიენიჭოს აუცილებლად სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება აღქმული იყოს რუსეთის მხრიდან როგორც მწვანე შუქი, რომ რეგიონში მისთვის დათმობილია ასპარეზი და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს", - თქვა მან.

კითხვას, ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს თუ აკეთებს, დეპუტატი პასუხობს:

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და თუ რამეს არ აკეთებს, ეს უნდა გვითხრან. პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე რა შენიშვნა აქვთ, რეფორმა სჭირდებათ, თუ რა სჭირდებათ, კონკრეტულად უნდა გვითხრან და როცა გვეტყვიან, რომ აი, ეს კონკრეტული პრობლემა გაქვთ... მაგალითად სასამართლო რეფორმა - რა უნდათ ამ სასამართლო რეფორმიდან? ჩვენ ვამბობთ, რომ გაკეთდა", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს.


close დახურვა