logo
ENG



დაზარალებულები ფარული მიყურადების საქმეში

14 ივლ 202220:17
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების რა განზრახვა იმალება სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსის გაცემის უკან. გამოძიებას 10 თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ ახლა გააქტიურდა სტატუსის მინიჭების კუთხით. ეს ემთხვევა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიერ საქმეების სტრასბურგში გაგზავნას. ქართული ოცნების გათვლა მარტივია - ევროსასამართლოს უნდა აჩვენოს, რომ პროცესი მიმდინარეობს და ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულება არ ამოწურულა. დღეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ფორმულას ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს, ხვალ კი აქტივისტ ნოდარ რუხაძეს მიანიჭებენ.


close დახურვა