logo
ENG



დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით, მეწარმე სუბიექტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01 მაი 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით, მეწარმე სუბიექტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ის საგადასახადო შეღავათები და კომპენსაციები, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით არის გათვალისწინებული.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მიზნობრივი სოციალური დახმარება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირების კუთხით, მეწარმეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რათა კრიზისის პირობებში, ჩვენმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და შემოსავალი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერა კი ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი კომპონენტია", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.


close დახურვა