შესაძლო სამოხელეო დანაშაული, რამაც გელათის სავალალო მდგომარეობა განაპირობა. დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას იმ პირობებში, როცა ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის. საგამოძიებო ორგანოს არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. წარადგინა 20-გვერდიანი დოკუმენტიც, რომელიც აღწერს პროცესს, რამაც გელათი მძიმე ვითარებაში ჩააგდო.