logo
ENG



დათუნაშვილი: ივანიშვილმა ღარიბაშვილს ციხეში გამოკეტვაც არ აკმარა

17 აგვ 202620:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/17/m00e3010lihfah2.png

ძალაუფლებით მოწამლულმა ივანიშვილმა, ადამიანს, რომელიც "შვილივით გაზარდა", "რაც გინდათ, დაუძახეთო" - ციხეში გამოკეტვაც არ აკმარა და ახლა ოჯახის წევრების უსაფრთხოებით ემუქრება.

აი, ეს სისასტიკე და პოლიტიკური სიგიჟე მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას და შეუქცევადად უფსკრულისკენ მიაქანებს.

ყველა იმ ადამიანმა, ვინც 2012 წლის არჩევნებში ხმა მისცა ტირანული ახირებების წინააღმდეგ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: ამისთვის გავაკეთეთ ეს? მიზანი ეს იყო, რომ 14 წლის თავზე ერთი ადამიანის უკონტროლო ძალაუფლებისთვის მიგვეცა უარესის გაკეთების საშუალება?

ადამიანს, რომელიც საკუთარ უახლოეს გარემოცვას ოჯახის წევრების უსაფრთხოებით ემუქრება - გგონიათ, ჩვენი ხალხის გასაჭირი ადარდებს? მაღალი ფასები? სიღარიბე? ტერიტორიული მთლიანობა? - არა მგონია...

განსაკუთრებით “ქართული ოცნების” ორბიტაზე მყოფმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ: ფეოდალური მართვის მოდელი, სადაც ყველაფერი ერთი ბატონის ნებასა და რისხვაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ ყველას კარზე მიაკაკუნებს.

ეს ავანტიურა უკვე სიცოცხლისთვის საშიში ხდება - განსაკუთრებით "მისიანებისთვის.


close დახურვა