logo
ENG



დაიბრუნე ხმა - პროტესტი მიტაცებული არჩევნების წინააღმდეგ

14 ნოე 202419:51
3 წუთის საკითხავი
 

საპროტესტო მოძრაობა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. აქციები ყოველდღიურ სახეს იძენს. ხვალ მსვლელობას მრავალრიცხოვანი ჯგუფი "დაიტოვე" გეგმავს, შეკრება 17 საათზე რესპუბლიკის მოედანზეა დაგეგმილი. აქცია - მხილება კი იგეგმება კვირას, 19 საათზე პარლამენტის შენობის წინ ტოტალური დარღვევების მტკიცებულებებს წარადგენენ.

კვირას შეკრების ინიციატორები დამკვირვებლები არიან, ისინი, ვინც პირადად წააწყდა ძლადობას, მოსყიდვას, თუ ხმის ფარულობის დარღვევას საარჩევნო უბნებზე. დამკვირვებლები პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეებს გაყალბების ისტორიებს მოუყვებიან და იმ სამართლებრივ გზებზეც იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს ხალხმა წართმეული ხმა. აქციას პროდასავლური პარტიებიც უერთდებიან.


close დახურვა