„პატრიოტთა ალიანსის“ ყრილობა გაიმართა დღეს სპორტის სასახლეში. შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა ორი მთავარი მოთხოვნა გაუზიარეს.
პირველი - დაისაჯონ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
პარტიის მეორე მოთხოვნა არჩევნებს ეხებოდა - 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით.