შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილი კონკრეტული საქმე შესაძლოა, სისტემურ დანაშაულზე მიუთითებდეს. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ნარკოტიკული საშუალება დიდი რაოდენობით გაედინება. გამოძიების მასალიდან ირკვევა, რომ ასეულობით ბენეფიციარისთვის განკუთვნილი მეტადონი ცენტრის თანამშრომლის ორგანიზებით გაჰქონდათ და ყიდდნენ.