logo
ENG



დაკავებული 18 წლის პაკისტანელი ამბობს, რომ თავდასხმას შარლი ებდოს რედაქციაზე გეგმავდა

26 სექ 202016:00
3 წუთის საკითხავი
 
lefqurejbsrvwfn.png

შარლი ებდოს ყოფილ შენობასთან თავდასხმისთვის დაკავებული პირი ამბობს, რომ გამოცემაზე თავდასხმას გეგმავდა. ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს. 

თავდასხმა სატირული გამოცემის ყოფილ რედაქციასთან გუშინ 25 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელმა 2 პირი ყასბის დანით დაჭრა, ორივე დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები აქვს მიყენებული. 

პოლიციამ ბრალდებული თავდასხმიდან რამდენიმე საათში დააკავა. ის 18 წლის პაკისტანელია, რომელიც საფრანგეთში 3 წლის წინ ჩავიდა. 

დანაშაული "შარლი ებდოს" გამოცემაზე ტერორისტულ თავდასხმაში თანამონაწილეობისთვის ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესიდან სამი კვირის შემდეგ მოხდა. მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა

აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გამოცემა "შარლი ებდოს" ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელს, მარიკა ბრეტს არაერთი მუქარის მიღების შემდეგ საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. გამოცემას დაემუქრა ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდაც", რომელმაც, თავის დროზე, 2015 წლის ტერორისტულ თავდასხმაზეც აიღო პასუხისმგებლობა. 

2015 წელს რედაქციაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას ჟურნალის ყდაზე დაბეჭდილი მუჰამედის კარიკატურები უსწრებდა წინ. 2015 წელს ჯიჰადისტმა ძმებმა შეიარაღებული თავდასხმისას რედაქციის 12 თანამშრომელი დახოცეს, მათ შორის გამოცემის 5 მთავარი კარიკატურისტი შარბი,​კაბიუვოლინსკი, ონორე და ტინიუსი. ტერორისტულ თავდასხმამდე ჟურნალის მთავარი კარიკატურისტი შარბი ისლამისტურ ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" სპეციალურ სამიზნეთა სიაში ჰყავდა შეყვანილი.

დღეის მდგომარეობით, შარლი ებდოს რედაქცია გასაიდუმლოებულ შენობაში იმყოფება. გამოცემის ძველ რედაქცია კი სატელევიზიო კომპანიას აქვს დაკავებული. 

 

 


close დახურვა