logo
ENG



დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც პოლიციასთან იცრუა, თითქოს მანქანა მოჰპარეს

03 ნოე 201912:48
3 წუთის საკითხავი
 
pn5znkc1onkvw4t.jpg

დააკავეს 59 წლის მამაკაცი, რომელმაც პოლიციასთან იცრუა, თითქოს მისი მანქანა მოპარულია. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს.

ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, 59 წლის მამაკაცმა საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა