logo
ENG



დაკარგულ ფეხბურთელს მეოთხე დღეა ეძებენ - ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი

22 ივნ 202010:50
3 წუთის საკითხავი
 

მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე თერმული დრონის საშუალებით. მუშაობას განაგრძობს საველე შტაბი. ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი - 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. ადილზე, ასევე, მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილს მაშველები უშედეგოდ ეძებენ. 


close დახურვა