ვატიკანში რომის ყოფილი პაპი დაკრძალეს. ბენედიქტ მეთექვსმეტე 31 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ ცერემონიას კათოლიკური ეკლესიის მოქმედი მეთაური პაპი ფრანცისკე გაუძღვა. ბენედიქტ მეთექვსმეტეს პატივი 60 ათასამდე ადამიანმა მიაგო. მათ შორის ცერემონიაზე იმყოფებოდა ქართველი კათოლიკე დიაკონი მამა კოტე აკოფაშვილი. უსაფრთხოების მიზნით დღეს ვატიკანის საჰაერო სივრცე დახურული იყო.
დაკრძალვის ცერემონია ვატიკანში
05 იან 202320:39
3 წუთის საკითხავი