logo
ENG



დამალული განკარგულებები

13 თებ 202420:12
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის გუნდი სულ უფრო აქტიურად ქმნის კორუფციის მიუღებლობისა და მასთან ბრძოლის ილუზიას. კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის განკარგულებები ვებგვერდზე უკვე იტვირთება. ამას კანონი ისედაც ითვალისწინებდა, მაგრამ სამოქალაქო სექტორის სტატისტიკით, 900-ზე მეტი დოკუმენტია დამალული. ოცნებამ გამოსავალი იპოვა და სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ დოკუმენტების დამალვა გიორგი გახარიას დაუკავშირა. ამასთან, ღარიბაშვილს 3 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ შეეცვალა პრაქტიკა, თუ ის მართლაც გახარიამ დაამტკიცა. ურთიერთბრალდებების ფონზე, სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ივანიშვილი რეალურად კორუფციას დაამარცხებს.

 


close დახურვა