logo
ENG



დამალული საფრთხე - როგორი არ უნდა იყოს თბილისის ჰიდრო-ცხოვრება

14 ივნ 202019:55
3 წუთის საკითხავი
 

13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წლის თავზე ახალი მზიური საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გახარია ოჯახით და მერი კახა კალაძე დაესწრნენ. მზიურის რეაბილიტაცია ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. სარეკრეაციო ზონის მოწყობაში თითქმის 8 მილიონი ლარის დაფინანსება საქართველომ ბრიუსელიდან მიიღო.

ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანები ერთი ხელით სასიკეთო პროექტებს ამტკიცებენ, მეორეთი კი საკუთარ ბიზნესინტერესებს მორგებულ დამაზიანებელ ურბანულ პოლიტიკას აწარმოებენ. 

მსგავსი მიდგომის ტრაგიკული ფინალი მთელმა მსოფლიომ  2015 წლის 13 ივნისის ღამით იხილა. ფარული საფრთხე დღესაც არაერთ ქუჩას ემუქრება და ამას დამალული მდინარეების შესახებ „დროების“ მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გაიგებთ.


close დახურვა