logo
ENG



დამასკოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

20 ნოე 201912:37
3 წუთის საკითხავი
 
mfroxohp1tbdm4y.jpg

 

ისრაელის მიერ დამასკოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. სირიის ტერიტორიაზე ისრაელმა სულ 20-მდე რაკეტა ჩამოაგდო, მათი დიდი ნაწილის სამიზნე ქვეყანაში ირანული ობიექტებია. 

ნაწილობრივ დანგრეულია ირანის რევოლუციური გვარდიის ქვედანაყოფის ბაზა, რომელიც  დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს. ისრაელის არმიის წარმომადგენლების თქმით, ავიაიერიში საპასუხო დარტყმა იყო.

სირიის ტერიტორიიდან თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გუშინ გაუშვეს. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ მათი განადგურება შეძლო.

 


close დახურვა