ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაზე მიღებულ რეზოლუციაში დაამატა შესწორება, რომელიც მოუწოდებს პუტინის ოპონენტი პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქმის გადახედვისა და გათავისუფლებისკენ. ამ ფონზე, უკრაინის სასამართლოს მიმართვას პასუხი გასცა იუსტიციის მინისტრმა: თუ უკრაინა სააკაშვილის გადაცემას ოფიციალურად მოითხოვს მას საქართველო უარს ეტყვის - აცხადებს რატი ბრეგაძე. ოჯახისა და მნახველებისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას აწვდის საზოგადოებას ვივა მედის დირექტორი, რომელიც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია.
დამატება რეზოლუციაში სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით
13 ოქტ 202221:22
3 წუთის საკითხავი