საქართველოში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდას მთავრობისა და დაავედებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ოპოზიციის აქციებს უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ისინი აანონსებდნენ, რომ ნოემბერში კორონავირუსის პიკი და ათასობით შემთხვევა იქნებოდა. ოპოზიცია კი ხელისუფლებას ვითარების არასწორად მართვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის საკმარისად არ მოემზადა.