დანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც შეზღუდვების მოხსნა განათლების სექტორზე დაიწყო. ქვეყანაში სააღმზრდელო და სასწავლო პროცესს 11-ტ წლამდე ასაკის ბავშვები დაუბრუნდნენ. კოპენჰაგენში ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს პრემიერ-მინისტრიც დახვდა.
შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს ავსტრიაში, ჩეხეთში, ესპანეთსა და იტალიაშიც, გერმანიის კანცლერი კი მკაცრი ზომების შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დღეს ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებთან მართავს.
ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსის შედეგად 285 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ერთ დღეში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ათას 220-ით გაიზარდა ესპანეთშიც, რაც ბოლო ერთ კვირაში ყველაზე დიდი მატებაა. ვირუსს ესპანეთში 24 საათში 523 ადამიანი ემსხვერპლა.