logo
ENG



დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროდან არასამთავრობო სექტორში მიდის

15 მარ 202120:12
3 წუთის საკითხავი
 

დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან არასამთავრობო სექტორში მიდის - ის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრს შეუერთდა.

გიგი გიგიაძე იყო ერთადერთი საჯარო მოხელე საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომელმაც კარტოგრაფების საქმეში ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც მმართველ გუნდში უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიგიაძემ დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები დაარღვია.

გიგი გიგიაძემ კარტოგრაფების საქმეზე განაცხადა, რომ მელაშვილი და ილიჩოვა უსაფუძვლოდ იყვნენ დაპატიმრებულნი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მხარდაჭერას.

„ბატონი ივერი არის საქმის პროფესიონალი, დიდი ხანია, შეხება ჰქონდა რუკებთან და იცის დეტალები. ნდობა უნდა გამოვუცხადოთ მას", - ამბობს გიგი გიგიაძე ფორმულასთან საუბრისას.

2021 წლის თებერვალში გიგი გიგიაძე დანიიდან გამოიწვიეს ისე, რომ მისი შემცვლელი ჯერ კიდევ არაა ცნობილი, მის მოვალეობას კი კონსული ასრულებს. 


close დახურვა