დანიის პრემიერ-მინისტრმა ქორწილი ამჯერად უკვე მესამედ გადადო. მიზეზი ევროკავშირის სამიტია. მეთე ფრედერიქსენს 18 ივლისს უნდა ექორწინა. კოვიდ 19-ისგან აღდგენის ფონდის ინიციატივებზე პირველი შეხვედრა 17-18 ივლისსაა დაგეგმილი.
ფრედერიქსენი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ვალია დანიის ინტერესები დაიცვას. დანიის პრემიერ-მინისტრს თავდაპირველად გასულ ზაფხულს უნდა ექორწინა, თუმცა მაშინ ქორწილის გადადების მიზეზად საყოველთაო არჩევნები დაასახელა.