დანიის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიკსენს კოპენჰაგენში, ქუჩაში თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის ოფისი ადასტურებს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ფრედერიკსენს დედაქალაქის ცენტრში, კულტორვეტის მოედანზე ერთმა კაცმა სცემა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა.
დანიის პრემიერზე თავდასხმას მოჰყვა გამოხმაურება ევროპელი ლიდერებისგან.
ლატვიის პრემიერმინისტრის ევიკა სილინამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი "შოკირებულია" მომხდარით, ხოლო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა თავდასხმას "შემაძრწუნებელი" უწოდა.