logo
ENG



დანილოვი: კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზანს ვერ მიაღწევენ, უკვე მოლაპარაკებებს ითხოვენ

07 თებ 202311:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/07/lknjbtufpu6gvlz.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზანს ვერ მიაღწევენ და უკვე მოლაპარაკებებს ითხოვენ.

"ისინი [რუსები] ახლა ცდილობენ გაიგონ, რომ მათ არ აქვთ უნარი, მიაღწიონ იმ მიზნებს, რაც დაისახეს ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდების მიზნით. ამიტომ, დღეს მათხოვრობენ. ისინი ახლა დიდ საქმეს აკეთებენ გარკვეულ ჯგუფებთან, რათა მოლაპარაკებები დაიწყონ", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

დანილოვის თქმით, უკრაინამ მოლაპარაკებების საკითხში რუსეთის ფედერაციას ოთხი მოთხოვნა დაუყენა.

"გათავისუფლდეს ყველა ჩვენი ტერიტორია, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. პასუხისმგებლობა იმ ადამიანების ტრიბუნალზე, ვინც დაიწყო ეს ყველაფერი, რომლებიც კლავენ ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სამხედრო საქმესთან. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია. პასუხისმგებლობა კი მეოთხე ფაქტორია", - განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხს მას შემდეგ განიხილავენ, რაც უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანენ.


close დახურვა