logo
ENG



დანილოვი: რუსეთი 24 თებერვალს მასობრივ თავდასხმას გეგმავს - ჩვენ მზად ვართ

16 თებ 202311:22
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: Unian

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი 24 თებერვალს [ომის წლისთავზე] მასობრივ თავდასხმას გეგმავს.

როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინა ამ თავდასხმისთვის მზად არის და მას გაუმკლავდება.

"ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ყველა ვხვდებით, რომ გვქონდა ისეთი თავდასხმებიც, როცა დღეში 115-120 რაკეტას გვესროდნენ. ამ დღესაც გავუმკლავდებით. კი, იქნება რთული, ამისთვის უნდა მოვემზადოთ. თუმცა მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე.  უნდა გავიაზროთ, რომ ყველაფერს მოვერევით. ზაფხულში, ჩვენ აბსოლუტურად სხვა სიტუაციას დავინახავთ, როგორც ფრონტზე, ისე ცალკეულ ნაწილებში.

უკრაინელი მებრძოლები ძლიერები არიან და გაერთიანებულები, მაშინ როცა ოკუპანტებს არ აქვთ არც მოტივაცია, არც განმარტება იმისა, თუ რატომ ომობენ. მათ ახლა აქვთ ორი სიტყვა - "ახალი მიწები". პირველ რიგში ეს არაა "ახალი მიწები", ჩვენი ძველი მიწებია, და ჩვენ არ ვაპირებთ ამ მიწების დათმობას. მეორე: ვნახავთ, სად და ვისი მიწა იქნება ომის შემდეგ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: რუსეთის ფედერაცია იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს - დაიშლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საფრთხის შემცველი იქნება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ყველა ადამიანი, ვისაც აქვთ ჭკუა, ამას ხვდება", - აღნიშნა დანილოვმა.


close დახურვა