logo
ENG



დანილოვი: რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, მათ შორის ჩინეთსაც, იარაღი აკლიათ

17 აპრ 202315:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/17/42lulb7phrb78ik.jpg

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, მათ შორის ჩინეთსაც, რადგან იარაღი აკლიათ.

"ახლა ჩვენს ფრონტზე ჩინურ იარაღს ვერ ვხედავთ. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე ვაცნობებთ საზოგადოებას და მსოფლიოს. მაგრამ ჩინეთის გლობალური საკითხებიდან გამომდინარე, ვერ ვიგებთ, რატომ უნდა მიაწოდოს მან იარაღი რუსეთის ფედერაციას.

ახლა რუსეთი დახმარებას ყველა ქვეყანას სთხოვს, მათ შორის ჩინეთსაც, იარაღი აკლიათ. მაგრამ რუსეთს ესმის, რომ სამხედრო გზით ვერ დაგვამარცხებს, მათ ახლა შიდა დესტაბილიზაციის გეგმა აქვთ. ეს ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტია", - თქვა დანილოვმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ჩინეთის პოზიცია და ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ურთიერთობებს ჩინეთსა და ევროპას შორის.


close დახურვა