logo
ENG



დაპირისპირება ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ენმ-ს წევრი სხდომიდან გამოაძევეს

14 სექ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების დანიშვნა ხმაურის ფონზე წარიმართა.

სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო კომისიაში ნეიტრალურ წევრებად ქართული ოცნების მხარდამჭერებს ნიშნავენ. ამის გამო ვითარება დაიძაბა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოზურგეთის ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით მჟავანაძეს, სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნეიტრალური წევრობის მსურველი 830-მდე ადამიანის განაცხადია შესული, კომისია კი ამ ადამიანებს აღნიშნულ პოზიციებზე განხილვის გარეშე ამტკიცებს, რადგან ისინი წლების განმავლობაში მმართველ გუნდს უჭერდნენ მხარს.

დაპირისპირება მოხდა სხდომის დაწყებამდეც, რადგან ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო კომისიის წევრები სხდომაზე არ შეუშვეს.


close დახურვა