logo
ENG



დაპირისპირების შედეგად ხაშურის მერმა თანამდებობა დატოვა

12 ნოე 202013:04
3 წუთის საკითხავი
 

ხაშურის მერი, რომელსაც ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სცემა, თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გიორგი გურასპაშვილი წასვლის მიზეზად წერილში სუბიექტურ გარემოებებს ასახელებს. ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ 1 ნოემბრიდან ვრცელდებოდა, ამის მიზეზად კი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაალ დუგლაძისა და გურასპაშვილის დაპირისპირება სახელდებოდა. 


close დახურვა