logo
ENG



დარახველიძე: სამმართველო იმუშავებს სიძულვილის ენის გამოხატვასთან დაკავშირებულ რეაგირებაზე

18 მაი 202614:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/g51ssrvwl8pwudd.png

ჩამოყალიბდა სამმართველო, რომელიც იმუშავებს ისეთი ქმედებების გამოვლენასა და შემდგომ რეაგირებაზე, რომლებიც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან, ასევე, შემთხვევებზე, როდესაც ხდება პიროვნული თავდასხმები, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა. გაიმიჯნება ერთმანეთისგან ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასთან, კრიტიკასთან, რომლებიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში და არ გადადის წაქეზებაში, სიძულვილის ენის გამოხატვაში, ადამიანის ღირსების შელახვაში, რაც, რა თქმა უნდა, არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობით არ არის დაშვებული, არც ჩვენი კონსტიტუციით. ეს ქმედება არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით, ეს არის აკრძალული ქმედება. სამმართველოს მიზანია, საზოგადოებაში იყოს ისეთი გარემო, როცა მშვიდ ვითარებაში, ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება სხვადასხვა საკითხის განხილვა.


close დახურვა