დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემა - წყლით არის დაფარული საპირფარეშოს იატაკი -კადრები, რომელიც „ფორმულას" კოვრონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა მიაწოდა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაღებული. 2 წუთიან ვიდეომასალაში, სამედიცინინო დაწესებულების საერთო ტუალეტებია გადაღებული, რომლითაც პაციენტები სარგებლობენ.
კლინიკის დირექტორს ინფორმაციით, ასეთი ვითრება საავადმყოფოში მხოლოდ დღეს შეიქმნა, რადგან დაზიანდა სანიაღვრე სისტემა.
სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა არ აღმოჩნდა ერთადერთი პრობლემა. როგორც ირკვევა, დაწესებულებაში მოთავსებულ პაციენტებს საერთო საპირფარეშოს გამოყენება უწევთ - რაც კოვიდვირუსის პანდდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან, წინააღმდეგობაშია.
სპეციალისტების თქმით, მედიასშუალებებში გავრცელებული, არაერთი ფოტო-ვიდეო მასალის მიუხედავად, პრობლემები კვლავ მოუგვარებელია - რაც მათი აზრით, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის.
სისტემურ ხარვეზებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუმზადებლობაზე აკეთბს აქცენტს ამავე უწყების ყოფილი ხელმძღვანელი. „ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას, პოლიტიკურ პიარში დროის ხარჯვის ნაცვლად, არსებული პრობლემების მოგვარებას ურჩევს.
ქვეყნის მასშტაბით, კორონა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 29 სამედიცინო დაწესებულება ღებულობს - მთავრობის მიერ შექმნილ, სპეციალურ ფონდში კი 129 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. მოხდება თუ არა თანხის გამოყოფა, საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაწყებად უცნობია - ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ სპეციალისტები, მომავალი თვიდან ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას პროგნოზირებენ.