logo
ENG



დარღვეული შეთანხმება

14 სექ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 

ცეცხლის შეწყვეტა ვერ ხერხდება - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ისევ ისვრიან. მხარეებმა დროებითი შეთანხმება დილით დაარღვიეს. ესკალაციაში სომხეთიც და აზერბაიჯანიც ერთმანეთს ადანაშაულებენ. ურთიერთგამომრიცხავია ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე. უკრაინის ომის წარუმატებლობის ფონზე, რუსეთს პარტნიორი სომხეთის დახმარება როგორც ჩანს არ სურს, ოდეკაბე-მ, რომლის წევრიც ერევანია, არ აამოქმედა კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი. ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს, ახლად გამწვავებულ კონფლიქტში პოზიტიური როლი შეასრულოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს მართლაც შეუძლია, მაგრამ შეერთებული შტატები არც იმას გამორიცხავს, რომ ესკალაცია რეგიონში სწორედ რუსეთის ინტერესებში იყოს.


close დახურვა