უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩისდ განცხადებების შეფასებისას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს.
არეტოვიჩმა ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს თქვა, რომ დასავლეთი იბრძვის უკრაინისთვის და მზადაა, იბრძოლოს მოლდოვისთვის. რაც შეეხება საქართველოს, უკრაინელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ დასავლეთი იბრძოლებდა მისთვისაც, რომ არა ამჟამინდელი მთავრობის "უცნაური ქცევა".
"სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენ იმედი გვაქვს, ასეთი განცხადებები არ იქნება და შესაბამისად, ეს არ გაართულებს ამ ტიპის ორმხრივ ურთიერთობებს. [...] სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მხოლოდ ზიანს აყენებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან.