logo
ENG



დარჩიაშვილი კულებას: ჩვენი ნაყოფიერი მუშაობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას

05 აპრ 202217:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/ffks9cw0hvkwnqu.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ტვიტს გამოეხმაურა. დარჩიაშვილის თქმით, "ნაყოფიერი თანამშრომლობა" კიდევ უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობას.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, საერთო წარმატებების მისაღწევად და გამოწვევების დასაძლევად. ძლიერ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ", - წერს დარჩიაშვილი.


close დახურვა