logo
ENG



დარწმუნებული ვარ, ანაკლიის პროექტზე, რუსეთი მთავრობაზე ზეწოლას ახდებს - ლაგაზიძე

30 ოქტ 201913:25
3 წუთის საკითხავი
 
32ty9amynnng7rw.jpg

„უნდა გაირკვეს რუსეთის ზეწოლის მასშტაბები საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც დარწმუნებით, შემიძლია გითხრათ რომ ხორციელდება“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პარლამენტში ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობის მოსმენას, რომელსაც მთავრობა არ ესწრება.

ექსპერტი პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას უმნიშვნელოვანესს უწოდებს და აცხადებს, რომ დროა გაირკვეს, რეალურად ვინ დგას ხელისშეშლის მიღმა.

„დღევანდელი შეხვედრა არის უმნიშნელოვანესი, რათა გავარკვიოთ ვინ დგას რეალურად ამ ხელის შეშლის მიღმა. არის თუ არა ანაკლიის პორტის შეფერხებაში თავად კონსორციუმის დანაშაული, რა წვლილი მიუძღვის ამაში საქართველოს ხელისუფლებას, როგორია რუსეთის ზეწოლის მასშტაბები საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც დარწმუნებითვ შემიძლია გითხრათ რომ ხორციელდება. ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გაკეთდეს ძალიან ობიექტური შეფასება“, - აცხადებს ლაგაზიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სახელმწიფო მიზანმიმართულად ებრძოდა პროექტს.

„ჩვენ ვნახეთ ხელისშეშლის ყველანაირი ძალისხმევა, იქნებოდა ეს ტენდერების თავის დროზე არგამართვა, ხელმძრვანელებზე მუდმივი თავდასხმა, თუ სიურპრიზები ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, პრაქტიკულად სახელმწიფო მიზანმიმართულად ებრძოდა ამ პროექტს“, - აცხადებს ხოშტარია.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტში დღეს ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელებს უსმენენ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ ერთი დეპუტატი, აკაკი ზოიძე ესწრება.

 

 


close დახურვა