logo
ENG



დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით - პროგნოზი

16 ოქტ 202313:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/16/mih5av7y4wibvb8.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ოქტომბერს დღის ბოლოდან 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


close დახურვა