logo
ENG



დასავლეთი საქართველოს მეგობარია, არა ივანიშვილის - ოპოზიციის შეფასებები

14 თებ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

"სახელისუფლებო დელეგაციის ყოფნა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სამარცხვინო იყო,"- ასე გამოეხმაურა სტრასბურგიდან დაბრუნებული "ევროპული საქართველოს" ლიდერი ოთარ კახიძე რეზოლუციის ჩაგდებას. მისი თქმით, მიღებულია ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილება . 

"თავი რომ დავანებოთ ჩვენს შესწორებებს, საქართველოს მეგობრების შესწორებები რატომ ჩააგდეს?! ყველაფერს საზღვარი აქვს. შეიძლება ბევრი ადამიანი მოატყუო ცოტა ხნით, მაგრამ მუდმივად ეს ვერ მოხდება. დასრულდა ივანიშვილის მიერ დასავლეთის სიცრუეში შეყვანა. დასავლეთი საქართველოს მეგობარია, არა ივანიშვილის",-აღნიშნა კახიძემ.

რეზოლუციის ჩაგდებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უარყოფითად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ძირს უთხრის. 

"მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვიღებთ დასავლეთისგან კრიტიკას, მმართველი გუნდმა მაინც არ დაუჭირა მხარი დეკლარაციას. დღეს გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ "ოცნება" არა ადეკვატურად აფასებს მოვლენებს და გადასულია თავდასხმაზე. ოპოზიციას ბრალს სდებს ანტიდასავლურ ორიენტაციაში",-აცხადებს ხათუნა სამნიძე.

შეგახსენებთ, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად, დეკლარაცია ჩავარდა.


close დახურვა