logo
ENG



დასავლური მედია საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას ეხმაურება

15 ნოე 201910:42
3 წუთის საკითხავი
 
p2ado5s7h0495rk.jpg

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებასა და თბილისში განახლებულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება დასავლური მედიაც. "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც საკანონმდებლო ორგანომ მმართველი პარტიის მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის მიღება ჩააგდო. ავტორი იხსენებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება იყო თბილისში ზაფხულში მიმდინარე საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა. სტატიაში ხაზგასმულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც, რომ პარტია ცვლილებას დაამტკიცებდა, თუმცა კენჭისყრაზე მმართველი გუნდის 37-მა დეპუტატმა თავი შეიკავა, სამმა კი ცვლილების წინააღმდეგ მისცა ხმა. 


close დახურვა