logo
ENG



დასუფთავების აქცია სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

28 ივნ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მსახიობებმა, სპორტსმენებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიიღეს. დასუფთავების აქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხული განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ადამიანთა დაუდევრობაა. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას და არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში.

„წელს მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმი. ბევრი უცხოელი მყავს ნანახი ტყეებში, ვინც ჩვენს გადაყრილ ნაგავს აგროვებს და გთხოვთ, რომ ბევრი იმოგზაუროთ საქართველოს მასშტაბით. მე სადაც ვარ ხოლმე, ვცდილობ მეგობრებთან ერთად ის ადგილი დავასუფთავო", - ამბობს ოთო ნემსაძე.

 


close დახურვა