26 ოქტომბერს ღამის საათებში, ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციებისა და შპს „ბათუმის წყალი“ სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფები სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.