logo
ENG



დატოვებს თუ არა თანამდებობას თენგიზ ცერცვაძე

05 მაი 202213:01
3 წუთის საკითხავი
 

თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თანამდებობის დატოვებაზე ნამდვილად ფიქრობს. მედიკოსი დღეს თავის მართლების რეჟიმშია და ირწმუნება, რომ კოვიდის მართვის დროს არცერთი თეთრი არ მიუთვისებია. ეს ბრალდება კლინიკის დირექტორებს - თავდაცვიდან ჯანდაცვის სამინისტროში მისულმა ახალმა მინისტრმა წაუყენა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ზურაბ აზარაშვილსა და თენგიზ ცერცვაძეს შორის შეხვედრა შესაძლოა დღეს შედგეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ჯანდაცვის მინისტრის ბრალდებებს უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდეს და ე.წ.ლ კორუფციულ სქემაში მთავარ ფიგურანტად ეკატერინე ტიკარაძე დაასახელონ.


close დახურვა