ხმაური იყო დღეს ქუთაისის მერიასთან. "დატოვოს თანამდებობა უნიათო მერმა და იმერეთის გუბერნატორმა"- ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით მიუხედავად არსებული პრობლემებისა მერი და გუბერნატორი სამუშაო კაბინეტებიდან არ გამოდიან. მოძრაობა "შეცვალეს" წევრები მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მერიის პიკეტირებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს, მაგრამ დაცვამ არ შეუშვა. ახალგაზრდებმა მერიასთან წარწერები გააკეთეს და სტიკერები გააკრეს.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში გამეფებულ შერჩევით სამართალ აპროტესტებენ. მათი თქმით, მაშინ, როდესაც მათ მხარდამჭერებს არჩადენილი დანაშაული გამო ასამართლებენ, "ქართული ოცნების" წევრებს დანაშაულის გამო გამოკითხვაზეც არ იბარებენ.
„ჩვენ ვაპროტესტებდით შერჩევით სამართალს საქართველოში. სამწუხაროდ ხაბეიშვილს დაუწერეს 2 000 ლარიანი ჯარიმა სამშობლოს სიყვარულისთვის, როცა არ დასჯილა არავინ, როცა დაესხნენ ოპოზიციას თავს კვერცხების სროლით. არ დასჯილა არცერთი სამოქალაქო თუ საჯარო მოხელე, რომლებმაც დააზიანეს ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობა. ვითხოვთ გუბერნატორთან მერთან შეხვედრას. აღმოჩნდა, რომ პასუხსაც ვერ მცემენ თუ სად არის გუბერნატორი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.