თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით, 16 დეკემბერს აქცია გაიმართება. აქციის ანონსი სოციალურ ქსელ Facebook-ში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ღონისძიება 12:00 საათზეა დაგეგმილი. ის "სამოქალაქო მოძრაობის" მიერ არის ორგანიზებული.
აქციის ლოზუნგია "დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ!" .
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.