დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
დაუთი აღნიშნავს, რომ ესაუბრა ოცნების წევრ მაკა ბოჭორიშვილს, რომელთანაც ხაზი გაუსვა, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა და კანონო დაკავებები მიუღებელია.
"ქართული ოცნების წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები. დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი"- წერს ის.