პრობლემებით ხვდება ტურისტულ სეზონს ქობულეთი. ფიჭვნარის დასახლებაში მცხოვრები ათეულობით ოჯახი იმ ზარალზე ლაპარაკობს, რომელსაც დაუსრულებელი პროექტების, გადათხრილი გზებისა და შეუსრულებელი სამუშაოების გამო იღებს. ოპოზიცია არსებულ ვითარებას კორუფციით ხსნის.