logo
ENG



დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის პრეზიდენტის განცხადება დამამცირებელია

11 დეკ 201920:18
3 წუთის საკითხავი
 
nxphtxrlmjyzong.jpg

განსაკუთრებით დამამცირებელი და მთავარსარდლისთვის შეუსაბამოა სალომე ზურაბიშვილის სიტყვები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახებისთვის. იმ შვილმკვდარი დედებისთვის, ვინც ამაყობს იმით, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად მათი შვილები ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ. ეს ჩემი პრეზიდენტი არ არის, ასე პასუხობენ ისინი ზურაბიშვილის სიტყვებს. 

ქართველი ჯარისკაცების თავდადება და გამორჩეული გმირობა არაერთხელ გამხდარა მსოფლიო ლიდერების მადლობისა და საქართველოსთვის სიამაყის საფუძველი. დღეს სამხედროები ამბობენ, რომ ეკლესიის შემდეგ ახლა ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტს, ქართულ ჯარს მიზანმიმართულად ებრძვის.


close დახურვა