logo
ENG



დაშინება და ზეწოლა - Novaya Gazeta Europe წინასაარჩევნო გარემოზე

24 ოქტ 202419:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/24/fwivdr60wwylg9n.jpg

გამოცემა Novaya Gazeta Europe საქართველოს არჩევნებზე ვრცელ სტატიას წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს განიხილავენ რეფერენდუმად ევროპასა და რუსეთის შორის.

ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ მათთვის ცნობილი გახდა ქართული ოცნების მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე და წინასაარჩევნო გარემოს მიმოიხილავენ. გამოცემა წერს, რომ ბევრ ჟურნალისტს, ოპოზიციის წევრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს გაუსწორდნენ ან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Novaya Gazeta ყურადღებას ამახვილებს მონიტორინგის ჯგუფების განცხადებებზე, რომ ქართული ოცნება სახელმწიფო რესურსს იყენებს. მათ შორის მოყვანილია საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების, ID ბარათების ჩამორთმევის, საბიუჯეტო სახსრების გამოყენებისა და სხვა დარღვევების შესახებ.

მასალაში, ასევე, მოცემულია კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლიანი არჩევნების მიგნებები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულ სარჩელებისა და კანონმდებლობის დარღვევების შესახებ.

ვიდეოში, რომელიც დამკვირვებელმა გადაიღო და Novaya Gazeta-ს გადაუგზავნა, ასაკოვანი ქალი სოფელ ოქტომბრიდან ყვება, რომ სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა მისი და მისი ორი შვილის პირადობის მოწმობა მოითხოვა. როგორც იგი ვიდეოში ამბობს, მას 1000 ლარი და სახლის ერთ-ერთი ოთახის რემონტი შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

ქალმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები, მას პირადობის მოწმობის გადაცემას სთხოვენ.

"რთულ ფინანსურ ვითარებაში ვარ და ამ დროის განმავლობაში არასდროს არ მიმიღია მთავრობისგან დახმარება ჩემი შშმ შვილისთვის, თუმცა სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ხმას არ გავყიდი", - თქვა მან.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც Novaya Gazeta წერს, საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ეხება.

ანონიმურობის დაცვით გამოცემასთან ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომ მისმა უფროსმა მას ოჯახის წევრების სიის გადაცემა მოსთხოვა. მას შემდეგ კი რაც ეს სია წარადგინა, მისმა ხელმძღვანელმა აღმოაჩინა, რომ მისი ძმა ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული, და მასზე ზეწოლა სცადეს, ოჯახის წევრების პირადობის მოწმობები გადაეცა. როგორც წყარომ თქვა, მათ, ვინც სიიდან ქართული ოცნების მხარდამჭერად ფიქსირდებოდა, შეეძლო ID ბარათის შენარჩუნება, ხოლო ვინც ოპოზიციურად იყო განწყობილი, უნდა მიეცა. მან უარი თქვა.

"მირჩევნია სამსახური დავკარგო, ვიდრე მონობაში ვიცხოვრო", - თქვა მან.

Novaya Gazeta აღნიშნავს, რომ წყარო სპეცრაზმში შევარდნაძის დროიდან მუშაობას და ამბობს, რომ მსგავს ზეწოლა არ ახსოვს.

"სანამ ყველაფერი ეს მოხდებოდა, ვაპირებდი აპოლიტიკურად დავრჩენილიყავი და არჩევნებში ხმა არ მიმეცა, თუმცა ასეთი დიდი უპატივცემულობის შემდეგ, აუცილებლად მივცემ ხმას, მაგრამ ოპოზიციას" , - თქვა საჯარო მოხელემ.


close დახურვა