logo
ENG



დაჩი ბერაია: ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო

14 ნოე 201911:38
3 წუთის საკითხავი
 
leqjtnn05x52w1i.jpg

"ქართული ოცნების" ოფისში, უმრავლესობის სხდომა უკვე 2 საათია გრძედლება. როგორც სხდომის დაწყებამდე, გუნდის წევრმა დაჩი ბერაიამ აღნიშნა, მისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უცვლელია. ამასთან, დეპუტატი მანდატის დატოვებსაც არ გამორიცხავს. 

"პოზიციას არ ვიცვლი, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. პირველ რიგში უნდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისი პიროვნებისა და გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი ვისუაბრეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, თუმცა მან ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება. მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში დადგება ჩემი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. შეხვედრა ჩემთვის რთული იყო", - განაცხადა დაჩი ბერაიამ. 

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუდნის ოფისში კონსულტაციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

 

 

 


close დახურვა